
აჯიბადემი – (აჯიბადემის კლინიკა თურქეთში – Acibadem Healthcare Group) არის ყველაზე პოპულარული სამედიცინო ცენტრი თურქეთში, რომელიც გლობალური მაშტაბით პაციენტებისთვის კარგად ცნობილი თურქეთის კერძო სამედიცინო დახმარების ცენტრია სტამბოლში. აჯიბადემის ჯგუფში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები შედგება 22 კლინიკისგან, 5 ქვეყანაში 20 ამბულატორიისგან, სადაც ყოველდღიურად მუშაობს 3500 მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიკოსი, 4000 მედდა და დაახლოებით 22500 თანამშრომელი.
აჯიბადემის სამედიცინო ქსელი პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისა და თერაპიის მომსახურებას სერთიფიცირებული ჯანდაცვის სტანდარტების მიხედვით, Joint Commission International-ის (JCI) აკრედიტაციის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ ტექნოლოგიებზე წვდომას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, აჯიბადემი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ “360 ხარისხის” მედიცინის ყველა დარგში. აჯიბადემის ჯგუფის კლინიკები ფუნქციონირებს კომბინირებული მოდელის მიხედვით, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური ეკოლოგიური სისტემა.
აჯიბადემის სამედიცინო ცენტრის აღმავლობისა და ევოლუციის გზა დაიწყო 1991 წელს თურქეთში. აჯიბადემი მუდამ ორიენტირდება სიახლეებზე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე და თავის წარმოჩენას მსოფლიო დონეზე მუდამ წარმატებით ახერხებს. 2012 წელს გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ის გახდა IHH Healthcare Berhad-ის პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს შორეულ აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს და არის ჯანმრთელობის ცენტრებისა და სამკურნალო ფონდების მთავარი ინვესტორი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აჯიბადემი იყენებს Joint Commission International-ის სტანდარტებს და ჯანდაცვის სამინისტროს ხარისხის სტანდარტებს ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ამაღლებისა და პაციენტის უსაფრთხოებისადმი მიდგომის გაძლიერების მიზნით. JCI წარმოადგენს გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც რეგულალურად ამოწმებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეულ სამედიცინო სერვისებსა და პაციენტთა მოვლის ხარისხს.
აჯიბადემის სამედიცინო ცენტრებში დანერგილია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კლინიკები განლაგებულია სტამბოლის ევროპული და აზიური ნაწილების სხვადასხვა რაიონში. კლინიკებთან ახლოს არის ყველაფერი, რაც პაციენებს სჭირდებათ კომფორტული ყოფნისთვის. უმსხვილესი კლინიკები განლაგებულია ალთუნიზადეს, ტაქსიმის, ბაკირკოისა და ატაშეჰირის რაიონებში.
აჯიბადემის ჯგუფში შემავალი ეს სამედიცინო ცენტრი მდებარეობს სტამბოლის მასლაკის ცენტრალურ, საქმიან-ფინანსურ ნაწილში. Acibadem Maslak დაარსდა 2009 წელს და წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას თურქეთში.
კლინიკა უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, კარდიოვასკულარულ ქირურგიას, რადიაციულ და სამედიცინო ონკოლოგიას SSI კონტრაქტით. აჯიბადემის ამ კლინიკაში წარმოდგენილია:
კლინიკა სპეციალიზირებულია შემდეგ მიმართულებებში: მკერდის დაავადებების მკურნალობა, რობოტულ ქირურგიული პროცედურები, სიმსუქნის თერაპია, IVF და კარდიოლოგია. ასევე, პაციენტები მიმართავენ დიაბეტის, შაკიკის, სექსუალური დისფუნქციების და ძილის დარღვევების სამკურნალოდ.
Maslak Acibadem სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია სრულიად ციფრული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, როგორიცაა:
კლინიკა მდებარეობს უსკუდარის ალტუნიზადეს რაიონში, სტამბულის უძველეს და მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. Acibadem Altunizade არის უმსხვილესი კერძო საავადმყოფო სტამბულში. მასჭი წარმოდგენილია 349 საწოლი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთდროულად 75 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი.
Altunizade Acibadem სამედიცინო ცენტრში გამოიყენებ დიაგნოსტიკისა და თერაპიის ისეთი უახლესი აპარატურა, როგორიცაა: MRI 3 Tesla, Force CT, MRI Prism 3 Tesla, რობოტული ანგიოგრაფია, Flash CT სკანირება, SPECT CT, გამა დანა (Gamma Knife), TrueBeam, Tomo Therapy HDA მოწყობილობები და და-ვინჩის ქირურგიული სისტემა.
Altunizade Acibadem-ის სამედიცინო ცენტრი ითვლება საუკეთესოდ თურქეთში. კერძოდ, კლინიკა სპეციალიზირებულია ონკოლოგიის, სარძევე ჯირკვლის, ძვლის ტვინის გადანერგვის, ცხიმიანობის მკურნალობისა და ხერხემლის მკურნალობის მიმართულებით.
კიბოს ცენტრი პაციენტებს სთავაზობს თერაპიის უახლეს საშუალებებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს საოპერაციო ონკოლოგიის, სამედიცინო ონკოლოგიისა და რადიაციული ონკოლოგიის სფეროში. კიბოს ეს ცენტრი აღჭურვილია რადიოთერაპიის უახლესი აპარატურით, როგორიცაა TrueBeam და TomoTherapy HDA, რომლებსაც შეუძლიათ განკურნების მართვა 360 გრადუსიანი ბრუნვის ვიზუალიზაციის ფუნქციით.
ამავდროულად, აჯიბადემის ჯგუფში შემავალი ეს კლინიკა (Altunizade Acibadem) კლინიკა აღჭურვილია ჰიბრიდული ოპერაციული სისტემით, რომელიც აერთიანებს სამ სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ერთეულს (3 MRI Tesla, 128-Slice CT და მოწყობილობები რობოტული ანგიოგრაფიისთვის) ერთ ადგილას და საშუალებას იძლევა ჩატარდეს ოპერაცია ერთდროულად სამ საოპერაციო ოთახში.
ეს საავადმყოფო იყო პირველი Acibadem Healthcare Group-ში, რომელიც პირველად დაარსდა სტამბოლის ანატოლიის რეგიონში 1991 წელს.
აჯიბადემის ეს კლინიკა (საავადმყოფო) ახორციელებს გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას, გულის და გულ-სისხლძარღვთა ოპერაციას, რადიაციულ და სამედიცინო ონკოლოგიას SSI კონტრაქტით.
აჯიბადემის ეს სამედიცინო ცენტრი გათვლილია 138 საწოლზე, მას აქვს 23 გადაუდებელი განყოფილება და აქვს შენობის მართვის ინტელექტუალური სისტემა.
თანამედროვე ტექნოლოგიებიდან წარმოდგენილია: 4D ექოსკოპია სარძევე ჯირკვლის შემოწმებისთვის, 3D ტომოსინთეზის ციფრული მამოგრაფია, Ortophos XG 3D მოწყობილობა, Flash CT, Da Vinci Surgical System და MRI მთელი სხეულის სკანირებისთვის.
ქადიქოი აჯიბადემ (Kadiköy Acibadem) ჰოსპიტალი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო დიაბეტური დაავადებების, ინ-ვიტრო განაყოფიერების, სარძევე ჯირკვლების პრობლემების, ორთოპედიისა და გინეკოლოგიის სამკურნალოდ. ასევე ტარდება მაღალი რისკის მქონე ქირურგიული და ასევე ორთოპედიული ოპერაციები.
აჯიბადემის ეს სამედიცინო ცენტრი არის აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფის უახლესი სამედიცინო დაწესებულება. ის მდებარეობს სტამბოლის შიშლი ტაქსიმის რაიონში. კლინიკა გათვლილია 100 პაციენტ-საწოლზე და წარმოებს ყველა სახის დიაგნოსტიკა და თერაპია.
აჯიბადემი ტაქსიმი პაციენტებს სთავაზობს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას. მათ შორის საერთო ქირურგია, კოსმეტოლოგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ნეიროქირურგია, ოფთალმოლოგია, გინეკოლოგია, ყელ-ყურის მკურნალობა, უროლოგია. ორთოპედია და ტრავმატოლოგია.
აჯიბადემ ტაქსიმის კლინიკაში განთავსებულია MRI 3 Tesla, MRI მთელი სხეულის სკანირებისთვის და 3D ციფრული მამოგრაფია ტომოსინთეზის აპარატებით.